fbpx
საბერძნეთი

“ასეთი შეკრებების ფონზე საბერძნეთში შეზღუდვები დაბრუნდება” – 500 კაცზე მეტი ხალკიდას სანაპიროზე

ხალკიდას სანაპიროზე გუშინ ღამით მინიმუმ 500 კაცი შეიკრიბა, ძირითადად ახალგაზრდები. ცხადია, არ იყო დაცული არანაირი დისტანცია, შეიძინეს სასმელი და ერთგვარი კორონა-წვეულება მოაწყვეს.

თითქმის არავინ ატარებდა პირბადეს და არ იცავდნენ უსაფრთხოების ზომებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ზომების მოხსნის პარალელურად მსგავსი შეკრებები შესაძლოა შეზღუდვების დაბრუნების მიზეზი გახდეს. ეტაპობრივ გახსნას თავად მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი, რაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია.

როგორც უკვე ცნობილია, 3 მაისიდან იხსნება კაფეები და ტავერნებიც, გამომდინარე აქედან, ექსპერტთა საბჭო იმედოვნებს, რომ მსგავს შეკრებებს ბოლო მოეღება და ახალგაზრდები ზომების დაცვით მიუსხდებიან მაგიდებს.

ნახეთ ვითარება:

 

onalem

ტესტ