fbpx
საბერძნეთი

16 ოქტომბერს საბერძნეთში კორონავირუსის ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდება

შემდეგ ორშაბათს, 16 ოქტომბერს, კორონავირუსის ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გაკეთდება. 2023-2024 წლებში კოვიდ-19-ის ვაქცინები განახლდება მოვონალენტური ვაქცინით, XBB.1.5.

პრესკონფერენციაზე ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტის, მარია თეოდორიდუს მიერ წარმოდგენილი იქნება დეტალური ინსტრუქციები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებაც.

ამ ეტაპზე კომიტეტი ბოლო ეტაპზეა, რათა გასცეს რეკომენდაციები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებზე, დამატებით დოზასთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც ჩანს, კოვიდ-19 ისევ ვრცელდება და ამას ემატება გრიპის ვირუსი, რომელიც მომდევნო თვეებში უფრო მეტად გააქტიურდება.

ცხადია, ვაქცინები, რომლებიც გამოიყენებოდა გასულ წლებში, ისევ მოქმედებაშია, თუმცა, ამას დაემატება ზემოთ აღნიშნული მონოვალენტური ვაქცინაც, რომლის შესახებაც კომისიის წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ.

onalem

ტესტ