fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს ექთანი, რომელიც დამკრძალავ ბიუროს მომაკვდავი პაციენტების შესახებ ატყობინებდა

გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელიც დამკრძალავ ბიუროს აწვდიდა ინფორმაციას იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც უკიდურესად მძიმედ იყვნენ და ფაქტობრივად, სიკვდილს ელოდებოდნენ.

პოლიციაში საჩივარი 10 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოს ორი თანამშრომელი კონტაქტობდა დამკრძალავ ბიუროსთან, რომლისგანაც ქრთამს იღებდა, სანაცვლოდ კი, აწვდიდა ინფორმაციას, თუ რომელი პაციენტები გარდაიცვლებოდნენ უახლოეს მომავალში.

ისინი ავრცელებდნენ კონფიდენციალურ ინფორმაციას სპეციალური ბაზებიდან, ხოლო როდესაც ეს პაციენტები დაიღუპებოდნენ, დამკრძალავი ბიურო მათი დაკრძალვის პროცესს საკუთარ თავზე იღებდა, ექთანი მამაკაცი კი, ფინანსურ სარგებელს ღებულობდა თითოეული ცერემონიის შემდეგ.

მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს 19.000 ევრომდე ნაღდი ფული, 3 მობილური ტელეფონი, ასევე, გარკვეული ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ბაზებიდან.

onalem

ტესტ