fbpx
საბერძნეთი

როდის დასრულდება პანდემია და როდის მივაღწევთ სრულ თავისუფლებას? – ნიკოს სიფსასის განცხადება

არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე აქტუალური კითხვაა, როდის დასრულდება პანდემია და როდის გავთავისუფლდებით საბოლოოდ შეზღუდვებისგან. გამოჩენილმა პროფესორმა და საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ნიკოს სიფსასმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობ, რომ 2022 წლის ზაფხულში ვირუსი განადგურებული იქნება, 2021 წელს ამ მორევიდან ვერაფრით ვერ ამოვალთ. ერთადერთი იარაღი არსებულ სიტუაციასთან საბრძოლველად არის ვაქცინა, მხოლოდ ვაქცინაციით დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. 

ამ ეტაპისთვის საბერძნეთს უმოწყალოდ უტევს ბრიტანული შტამი, სწორედ ამ სახის შტამია გაბატონებული და შესაბამისად, მესამე ტალღა გამოიწვია,” ამბობს სიფსასი.

შეგახსენებთ საბერძნეთში ზომების მოხსნის ეტაპებს:

  • 3 მაისს იხსნება კაფეები, ტავერნები და რესტორნები.
  • 10 მაისს იხსნება საშუალო და დაწყებითი სკოლები.
  • 15 მაისს იხსნება ტურიზმი.
  • ასევე, 15 მაისიდან ნებისმიერი მოქალაქისთვის გადაადგილება დაშვებული იქნება ნებისმიერი მიმართულებით.

 

onalem

ტესტ