fbpx
საბერძნეთი

ტერორისტული ორგანიზაციის პატისიონზე დაკავებული წევრი ცენტრალურ ევროპაში გასვლას ცდილობდა

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ათენის ცენტრში, კერძოდ პატისიონის გამზირზე 34 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო და გასულ წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ტერორისტულ აქტივობებში.

ბერძნული სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ მის სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარებულია და გამოკვლეულია იმ ადამიანთა სია, რომლებთანაც კონტაქტში იმყოფებოდა. ერაყელი მამაკაცი საბერძნეთში თავშესაფრის საბუთს ითხოვდა, რომელიც ორჯერ იქნა უარყოფილი სახელმწიფოს მიერ. არსებული ცნობებით, ოთხი შვილის მამა საბერძნეთიდან ცენტრალურ ევროპაში გაღწევას ცდილობდა.

დაკავებული მუშაობდა პაკისტანის მოქალაქის მაღაზიაში, რომელიც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ჰყავდა დასაქმებული.

ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურმა მას შემდეგ დაიწყო ერაყელის ძებნა, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ის ჯიჰადისტების წევრი იყო 2014-2015 წლებში, პარალელურად კი, არსებობს ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ადიდებს ისლამურ სახელმწიფოს.

34 წლის მამაკაცი პროკურატურაში უკვე გადაიყვანეს.

onalem

ტესტ