fbpx
საზოგადოება

“ყოველი მისი მზეზე გასვლა იქნება ტკივილის მომტანი” – იოანას ექიმების მძიმე ჩვენებები

იოანა პალიოსპირუ დღეს კიდევ ერთხელ მივიდა სასამართლოში, სადაც ჩვენებების მიცემა ამჯერად მის ექიმებს მოუწიათ. მათი სიტყვები და მდგომარეობის აღწერა, რომელშიც ახალგაზრდა ქალი იმყოფება, შემზარავია. თანაც, ეს არის მდგომარეობა, რომელიც გასტანს წლები და ის მაინც ვერასოდეს დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.

“პირველი რამდენიმე დღის მანძილზე რთული მდგომარეობა იყო და საკმაოდ დიდი ხანი არ შეეძლო, რომ საკუთარი თავისთვის შეეხედა. პირველი კადრების სიმძიმე რთული აღსაწერია სიტყვებით. ის არის მიზნობრივი ძალადობის მსხვერპლი. მას ექნება სერიოზული ტკივილები ყოველი ოპერაციის შემდეგ და ამას გარდა, ყოველი მისი მზეზე გასვლა იქნება ტკივილის მომტანი,” ამბობს პლასტიკური ქირურგი, მარია კალოფონუ.

“როდესაც იოანა მივიღეთ და საოპერაციოში შევიყვანეთ, არ ვიცოდით, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. მჟავა იმდენად ღრმად ჩადის სხეულში, რომ თავისუფლად შეუძლია დაწვას ძვლები და კუნთები. როდესაც ოპერაციას ვუკეთებდი, სისხლძარღვთა ქირურგის აგილზე მიყვანაც მოვითხოვე, რადგან არ შემეძლო სისხლდენის შეჩერება,” დაამატა კალოფონუმ.

onalem

ტესტ