fbpx
საზოგადოება

პატმანოღლუ ცოლ-შვილის დაღუპვის გამო Jumbo-ს მფლობელისგან 1.200.000 ევროს მიიღებს!

იპატიოს პატმანოღლუ, რომელსაც 2017 წლის 26 თებერვალს საზარელი ავარიის შედეგად ცოლ-შვილი ადგილზე გარდაეცვალა, გიორგოს ვაკაკისის მამისგან კომპენსაციას დიდი ხანია ითხოვს. მის მიერ მორალური ზიანისთვის მოთხოვნილი თანხა 4 მილიონი ევრი იყო, თუმცა, სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

პატმანოღლუ, რომელმაც მეორე ოჯახი შექმნა და უკვე შვილსაც ელოდება, აპოსტოლოს ვაკაკისისგან 1.200.000 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს გიორგოს ვაკაკისი Porsche-ს მარკის ავტომობილით დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რა დროსაც პატმანოღლუს მანქანას დაეჯახა, რომელიც გაჩერებული იყო. თავად მამაკაცი მანქანიდან საპირფარეშოში იყო გადასული. იქ მსხდომი ქალი და 3 წლის ბავშვი კი ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ავარიას შეეწირა გიორგოს ვაკაკისიც და მისი მეგობარი, რომელიც გვერდით ეჯდა.

 

 

onalem

ტესტ