fbpx
საზოგადოება

“გარდაიცვალა და არ იცოდა, რომ 1 კვირის წინ 19 წლის შვილი დაეღუპა” – ტრაგედია საბერძნეთში

ბერძნული მედია ტრაგიკული ამბის შესახებ იუწყება, რომელიც კრეტაზე მოხდა. კუნძულზე ცნობილმა ადვოკატმა, მანოლი ფრაგიადაკიმ ოჯახის ორი წევრი 1 კვირის განსხვავებით დაკარგა.

როგორც ცნობილი გახდა, ადვოკატს 19 წლის ვაჟი სწორედ ერთი კვირის წინ ავტოავარიაში გარდაეცვალა, ხოლო ახლა თავის მეუღლეს გამოემშვიდობა, რომელიც სიმსივნეს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა.

ამბის ყველაზე ტრაგიკული მხარე ის არის, რომ ქალმა შვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა, ავარიის დროს ის უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული და რამდენიმე დღეში დაიღუპა კიდეც, ისე, რომ ბიჭზე არაფერი შეუტყვია.

ახალგაზრდა მოტოციკლს მართავდა, როდესაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა, სამწუხაროდ, ის ადგილზე გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ