fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ჩვეულ ცხოვრებას მხოლოდ ვაქცინირებულები დაუბრუნდებიან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში აცრილი მოსახლეობისთვის კარანტინი სამუდამოდ სრულდება, თუმცა, ისინი, ვინც ჯერ კიდევ ვაქცინის მოწინააღმდეგეებად რჩებიან, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ჯერჯერობით ვერ დაუბრუნდებიან.

ხვალ, ოთხშაბათს, გაკეთდება ოფიციალური განცხადებები ახალ ზომებთან დაკავშირებით და კვირის ბოლოსთვის ძალაში შევა “თავისუფლების ახალი სერია” მოსახლეობის აცრილი ნაწილისთვის.

არსებული ცნობებით, ვაქცინირებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ბევრად თავისუფლად გადაადგილდნენ, “წითელ” ზონებშიც კი. ეს ნიშნავს, რომ იქ, სადაც გამოცხადებულია ერთგვარი მინი-კარანტინი, კვლავ ყველაფერი იმუშავებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებულთათვის.

სტელიოს პეცამ ΣΚΑΙ-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ აცრილების ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იქნება აუცრელთა ყოველდღიურობისგან.

“ის, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა არის, რომ არ არსებობს ჰორიზონტალური კარანტინის გამოცხადების შანსი და ასევე, არ არსებობს შანსი, რომ ვაქცინირებულ მოსახლეობას ჰქონდეს შეზღუდვები. ყველა დეტალი ხვალ, ოთხშაბათს, გახდება ცნობილი,” განაცხადა პეცამ.

onalem

ტესტ