fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მექსიკური პასპორტით ჩამოვიდა, ხოლო საბერძნეთის მოქალაქეობა 2018 წელს მიიღო – დეტალები რუსი ჯაშუშის საქმეზე

ბერძნული მედია ავრცელებს დეტალებს რუსი ჯაშუშის, ე.წ. მარია ცალას, სინამდვილეში კი, ირინა ალექსანდროვნას შესახებ, რომელიც საბერძნეთში 5 წელი ცხოვრობდა და გაყალბების გარეშე ბერძნული პასპორტის აღება შეძლო.

როგორც ირკვევა, ირინა ალექსანდროვნა 2017 წელს რუსეთიდან მექსიკაში გაემგზავრა, სადაც მექსიკური პასპორტი აიღო და საბერძნეთში სწორედ ამ საბუთით ჩამოვიდა, შემდეგ 2018 წელს ალივერის მერიას მიმართა, სადაც როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის დაბადების მოწმობაც წარადგინა, როგორც “მარიამ ცალამ” და გარკვეული პროცედურების შემდეგ ბერძნული პასპორტიც აიღო.

2019 წელს რუსი ჯაშუში ათენში ცხოვრობდა და ბინებს მოკლე ვადით ქირაობდა, ცხადია, მან ბერძნული არ იცოდა და მონასტირაკზე ერთ-ერთ მოსამზადებელ ცენტრში დაიწყო სიარული, რათა ენა შეესწავლა. შემდეგ 2020 წელს გახსნა მაღაზია, სადაც თანამშრომელიც აიყვანა.

ქალმა საბერძნეთი 2023 წლის 4 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა, რადგან ცოტა ხნით ადრე ლიუბლიანაში დააკავეს ორი რუსი, რომელიც მის მსგავს საქმიანობას ეწეოდა. ინფორმაცია, რომელიც ამ ორ ჯაშუშს უკავშირდებოდა, ეხებოდა თავად მარია ალექსანდროვნასაც და ვინაიდან ცნობებმა საბერძნეთამდე იანვრის დასაწყისში მოაღწია, ქალმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტა რუსეთში დაბრუნება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში გაფრინდა მისი მეუღლეც ბრაზილიიდან მოსკოვში, ცნობილია, რომ ისიც ჯაშუშად მუშაობდა.

onalem

ტესტ