fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი თავს პოლიციელად ასაღებდა და “დაცვის” სანაცვლოდ ხალხს 1.000 ევროს სთხოვდა

დაუჯერებელი შემთხვევა ლარისაში მოხდა, სადაც დააკავეს მამაკაცი, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა და ბიზნესის მფლობელებს “დაცვის” სანაცლოდ თანხებს სთხოვდა.

როგორც ირკვევა, ის ბოლოს ლარისაში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდს დაუკავშირდა და მეპატრონეს 1.000 ევრო მოსთხოვა, ამასთანავე, არც კი დაელოდა პასუხს, თანახმა იყო თუ არა მამაკაცი თანხის მიცემაზე, მომდევნო დღესვე მივიდა ფულის ასაღებად. მისდა სამწუხაროდ, ლომბარდის მეპატრონეს უკვე შეტყობინებული ჰქონდა პოლიციისთვის, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდა და დაიგეგმა სპეციალური ოპერაცია, რომ ვითომდა პოლიციელისთვის მახე დაეგოთ.

არსებული ცნობებით, თანხა მონიშნეს და როდესაც  “პოლიციელი” 1.000 ევროს ასაღებად მივიდა, პოლიციამ ფაქტზე დააკავა.

მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ხოლო პოლიცია აგრძელებს გამოძიებას, რათა დადგინდეს, გამოსძალა თუ არა სხვა ბიზნესის მფლობელებსაც თაღლითმა თანხა, ე.წ. “დაცვის” სანაცვლოდ.

onalem

ტესტ