fbpx
კატეგორიის გარეშე

ბოტოქსებით უკანონო ვაჭრობა და კარგად ორგანიზებული თაღლითობა ცნობილი ბერძენი ქალისგან ათენში

კოსმეტიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითური სქემის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. ბომბივით გასკდა ამბავი, რომელიც ცნობილ ბერძენ ბიზნესვუმენს ეხება, 54 წლის ქალს, რომელიც თავის უკანონო საქმიანობას კრემების კომპანიის სახელით ნიღბავდა.

54 წლის ქალს თურქეთიდან და ესპანეთიდან შემოჰქოდა ბოტოქსის, ჰიალურონის და ესთეტიკური მედიცინის სფეროში არსებული სხვა მჟავების დოზები და ინახავდა საცავში, რომელიც რეალურად არსად იყო დაფიქსირებული, ანუ გაყიდვებს ახორციელებდა უკანონოდ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას გახსნილი ჰქონდა კომპანია, რომელიც იდეაში მხოლოდ კრემებს ყიდდა, თუმცა, სწორედ მისი სახელით ახორციელებდა უკანონო გაყიდვებსაც, კლიენტებს უკავშირდებოდა სოციალური ქსელის საშუალებით, სთავაზობდა პროდუქციას და შემდეგ უგზავნიდა კონკრეტული ადამიანის საშუალებით, რომელიც ასევე დაქირავებული ჰყავდა. თავდაპირველად კი, გზავნილებს ახორციელებდა კურიერის საშუალებით.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ საქმიანობას ქალი 2019 წლიდან ეწეოდა ისე, რომ აქამდე არანაირი პრობლემა არ შექმნია, ხოლო ახლა, მას შემდეგ, რაც საჩივრები შევიდა, გამოძიება ჩატარდა და გაირკვა, რომ საწყობში არსებული პროდუქციის ღირებულება 40.000 ევროს აჭარბებს.

დაკავებულია როგორც თავად 54 წლის ქალი, ასევე მამაკაცი, რომელიც კურიერის როლს ასრულებდა მისთვის. ასევე, ამოღებულია თანხა, დაახლოებით 4.000 ევრომდე.

 

onalem

ტესტ