fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მენიოს ფურთიოტის 14 პოლიციელი იცავს და ჯავშანმანქანით გადაადგილდება, რომელიც თავად აირჩია – სკანდალი საბერძნეთში

დიდ სკანდალი გამოიწვია ინფორმაციის გავრცელებამ, რომლის მიხედვითაც, მენიოს ფურთიოტის საბერძნეთის პოლიციის 14 ოფიცერი იცავს და გადაადგილდება ჯავშანმანქანით, რომელიც თავად მან აირჩია. ფურთიოტი სასამართლოში უჩივის პავლოს პოლაკის, რომელმაც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ამის შესახებ და სარკაზმით აღნიშნა, რომ საუბარია იმ ფურთიოტიზე, რომელიც ჯულია ალექსანდრატუს მენეჯერი იყო, პოლაკისი მან სატელევიზიო ნაგავს უწოდებს.

ფურთიოტიმ, პოლაკის გარდა, უჩივლა ჟურნალისტ კოსტას ვაქსევანისაც, რომელმაც ის კამერით დააფიქსირა. ჟურნალისტი წერს, რომ ფურთიოტის აქვს სერიოზული კავშირები საბერძნეთის მთავრობასთან და შესაბამისად, პოლიციასთან, რითაც საკმაოდ კარგად სარგებლობს და მანქანაც კი ჯავშნიანი აირჩია, სამოძრაოდ.

რაც შეეხება პოლაკის, სოციალურ ქსელში წერს, რომ მას, რომელსაც საკუთარ სახლში მოლოტოვებით დაესხნენ თავს და იღებდა მუქარებს, არ ჰყავს დაცვა, ხოლო მოდელის მენეჯერს 14 ოფიცერი დაჰყვება.

 

onalem

ტესტ