fbpx
საბერძნეთი

დანაშაულთან ბრძოლა ძლიერდება: რა ცვლილებებია მოსალოდნელი თესალონიკში?!

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თესალონიკში კრიმინალთან ბრძოლა ისევე გაძლიერდება, როგორც ეს ათენში მოხდა.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიცია ამატებს ახალ ოფიცრებს, რომლებიც ასევე ახალი სახის მოტოციკლებით იმოძრავებენ. თითო მოტოციკლზე ორი პოლიციელი უბნებში, სხვადასხვა მარშებისა და საპროტესტო აქციების შემთხვევაში სიტუაციას გააკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ოფიცრებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. მათი უმთავრესი ამოცანა კრიმინალის აღკვეთაა, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობის თავის ტკივილად არის ქცეული.

პირველ ეტაპზე იმუშავებს დამატებით დაახლოებით 30 პოლიციელი.

ათენში აღნიშნული ცვლილება მიხალის ხრისოხოიდის ბრძანებით უახლოეს წარსულში გატარდა და იგივე იგეგმება თესალონიკშიც.

Αστυνομικοί την ομάδας Δράση, Δευτέρα 11 Νοεμβρίου 2019. Ξενικά σήμερα η νέα ομάδα της Αστυνομίας «Δράση» που αποτελεί στην ουσία την δίκυκλη ΟΠΚΕ. ΑΠΕ-ΜΠΕ/ΑΠΕ-ΜΠΕ/Παντελής Σαίτας

onalem

ტესტ