fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

საქართველოს საელჩო ათენში საბერძნეთის მთავრობის ინიციატივას ავრცელებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ქვეყანა მოქალაქეებისთვის ციფრული სერვისების მიწოდების აქტიურ ფაზაში გადავიდა.

კერძოდ, პრემიერმა 23 ივნისს გამართული ტელე-კონფერენციის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ შეიქმნა ახალი ელექტრონული პლატფორმა https://www.gov.gr/, რომლის შექმნაზეც ძლიერი ექსპერტების ჯგუფმა იმუშავა, რათა სხვადასხვა ინფორმაციის დიგიტალიზაციის გზით, საბერძნეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის ელექტრონული გზით მიღება. მოქალაქეთა ციფრული ტექნოლოგიების უნარების განვითარება და მოდერნიზაცია, პრემიერის განცხადებით, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევაა.

საბერძნეთის რესპუბლიკის ციფრული მმართველობის მინისტრის, კირიაკოს პიერაკაკისის განცხადებით, აღნიშნულ საიტზე მოხდა ინფორმაციის კატეგორიზაცია და თემატურად დახარისხება. მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ე.წ. საჯარო ციფრული აკადემიის ელექტრონულ გაკვეთილებს ადევნოს თვალ-ყური, რაც მოიცავს მოქალაქისთვის ელემენტარული ინფორმაციის მიწოდებიდან დაწყებული (მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი), მნიშვნელოვან საკითხებში მის დეტალურ გარკვევას (მაგალითად, როგორ დავაარსოთ საწარმო).

პრემიერის განცხადებით, საბერძნეთის ხელისუფლების ეს ინიციატივა პანდემიის ახალმა გამოწვევებმა დააჩქარა და ხელი შეუწყო პროექტის სწრაფ განხორციელებას. აღნიშნულ ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია ორასამდე ციფრული გაკვეთილი-სემინარი სხვადასხვა აქტუალურ და ყოფით თემატიკაზე, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად გაიზრდება.