fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

უკრაინული ჯგუფი, OKEAN ELZY, ათენში 10 ივნისს კონცერტს გამართავს!

ცნობილი უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი, OKEAN ELZY, ათენში კონცერტს 10 ივნისს გამართავს და ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაერიცხებათ რუსული აგრესიის შედეგად დაშავებულ უკრაინელ ბავშვებს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებს.

უკვე 27 წელია, რაც ეს ჯგუფი თანამედროვე უკრაინული მუსიკის მთავარი წარმომადგენელია და ეხმარება საკუთარ ქვეყანას სხვადასხვა პერიოდში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველაზე მძიმე თავდასხმის მსხვერპლია. ჯგუფის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი აქტიურ მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებში. ის გახდა კულტურის საპატიო ელჩი უკრაინაში და ასევე, დაინიშნა გაეროს კეთილი ნების ელჩად.

უკრაინულ ჯგუფს არ უსმენენ მხოლოდ უკრაინელები, ისინი ძალიან პოპულარულები არიან ბრიტანეთში, კანადაში, გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, პოლონეთში და ა.შ.

OKEAN ELZY-ს კონცერტი გაიმართება 10 ივნისს, შაბათს, 20:00 საათზე, პეტრას თეატრში (Θέατρο Πέτρας – Πετρούπολη, Αττική).

ბილეთების ფასი იწყება 44 ევროდან და შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ პლატფორმაზე: https://www.viva.gr/tickets/music/okean-elzy/

onalem

ტესტ