fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა ეგვიპტეში სამხედრო ხომალდები გააგზავნა, რომ სუდანიდან ბერძნები და კვიპროსელები გამოიყვანონ

როგორც უკვე ცნობილია, სუდანში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ამ აფრიკულ ქვეყანაში არიან ბერძნები და კვიპროსელები, რომლებიც იქიდან გამოღწევას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, დღეს ეგვიპტის მიმართულებით საბერძნეთმა გაგზავნა ორი სამხედრო ხომალდი, რომელიც შეეცდება განახორციელოს ოპერაციები, რომ ბერძნები და კვიპროსელები სამშობლოში დააბრუნოს.

ბერძნული მხარე მუდმივ კომუნიკაციაშია ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან, რათა სუდანში ჩავიდნენ და ბერძნები გამოიყვანონ. ამერიკა, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, თურქეთი და ბელგია მსგავს ოპერაციებს უკვე ახორციელებენ.

საბერძნეთიდან ხომალდები დღეს 17:00 საათზე გაფრინდნენ, ხოლო როგორც ნიკოს დენდია წერს, ხვალ ლუქსემბურგში განიხილავენ საომარი მდგომარეობის ქვეყანაში მომწყვდეულთა საკითხს.

სუდანში მყოფი ბერძნები სასოწარკვეთილები არიან და აცხადებენ, რომ თუ უახლოეს მომავალში იქიდან არ გამოიყვანენ, ვერავინ გადარჩება.

უახლესი ინფორმაციით, სუდანიდან სულ ცოტა ხნის წინ პირველი 8 ბერძენი გამოიყვანეს.

onalem

ტესტ