fbpx
საბერძნეთი

ღალაციდან გუდიმდე მხოლოდ 17 წუთში – მეტროს მე-4 ხაზი შექმნის ახალ სადგურებს ზოგრაფუზე, კესარიანზე, კიფსელზე და ა.შ.

როგორც უკვე ცნობილია, აქტიურად მიმდინარეობს ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის პროცესი, რომელმაც მოსალოდნელია, რომ 2029 წელს მიიღოს საბოლოო სახე. აღნიშნული ხაზი ათენელებს გადაადგილებას გაუმარტივებს, ვინაიდან საკმაოდ ბევრ უბანში მგზავრობა მხოლოდ ავტობუსით არის შესაძლებელი და ეს საკმაოდ დიდ დროსა და დისკომფორტთან არის დაკავშირებული.

მე-4 ხაზი ათენში შექმნის დამატებით 15 სადგურს, მათ შორის: ზოგრაფუზე, გუდიში, ღალაცის ტერიტორიაზე, კიფსელზე, ექსარხიაში, კესარიანზე და ა.შ.

კონკრეტულად ღალაცი-გუდის მანძილის დაფარვა მეტროთი შესაძლებელი იქნება 17 წუთში, ხოლო ღალაციდან სასამართლოებამდე მგზავრებს 5 წუთში შეეძლებათ მისვლა

მეტრო მოემსახურება 350.000 მოქალაქეს და ეს ნიშნავს, რომ გზებიდან “გაქრება” დაახლოებით 53.000 მანქანა.

onalem

ტესტ