fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მორიგი თავდასხმა დანით ათენში: პეფკაკიას მეტროსთან ორი 16 წლის ბიჭი დაჭრეს

არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა ათენში, კერძოდ, პეფკაკიას მეტროსადგურთან. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აკროპოლზე 16 წლის ბიჭი მძიმედ დაჭრეს, გუშინ ღამით მომხდარი ფაქტი კი, ბერძნული საზოგადოებისთვის უსაფრთხოების განცდა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

როგორც ირკვევა, პეფკაკიას სადგურში ორი 16 წლის ბიჭი დანის გამოყენებით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ხოლო დამნაშავეების დაკავება ჯერჯერობით არ მომხდარა.

დღის მანძილზე მოსალოდნელია, რომ პოლიციის ოფიცრები საავადმყოფოში მივიდნენ, რათა ბიჭებისგან ჩვენებები აიღონ და თავდასხმის მოტივი დადგინდეს.

 

onalem

ტესტ