fbpx
საბერძნეთი

კვირის ბოლოს ამინდი კვლავ უარესდება – პირველი თოვლი საბერძნეთის მთიან ტერიტორიებზე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კვირის ბოლოსთვის საბერძნეთში ამინდი კვლავ უარესდება და მიუხედავად მზიანი დღეებისა, ისევ ნალექი გველის.

იანის კალიანოს პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათსაც და ხუთშაბათსაც საკმაოდ მზიანი და თბილი ამინდი გვექნება, ხოლო პარასკევიდან ისევ გაუარესდება. ფენომენი თავდაპირველად გაძლიერდება დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, მოსალოდნელია უხვი ნალექი, ხოლო ზოგიერთ მთიან რეგიონში თოვლიც მოვა, შაბათს.

“ხუთშაბათამდე შეგვიძლია მზიანი ამინდით დავტკბეთ, ხოლო პარასკევიდან დაიწყება წვიმა, ძირითადად დასავლეთ საბერძნეთში, შაბათს უამინდობა გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსალოდნელია წვიმა, ქარი, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდება ზღვის ტერიტორიაზე, ხოლო თოვლი გვექნება ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რაგიონებში,” აცხადებს კალიანოსი.

რაც შეეხება მიმდინარე დღეებს, ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ხოლო ჰაერი 12-დან 23 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში ცვალებადი მოღრუბლულობა დაფიქსირდება, ძირითადად, დილის საათებში და ჰაერის ტემპერატურა იმერყევებს 10-დან 22 გრადუსამდე.

onalem

ტესტ