fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ხვალიდან სპეციალური კამერებით დაიწყებს პატრულირებას – 25 იანვრიდან კონტროლი ძლიერდება

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ათენში პოლიციის კონტროლი ძლიერდება და უფრო აქტიურ სახეს იღებს ხვალიდან, 25 იანვრიდან. ოფიცრების დამატებითი რაოდენობისა და იმის ფონზე, რომ მათ დაუმონტაჟდათ სპეციალური კამერები.

როგორც ირკვევა, საპილოტე კონტროლი ათენის ცენტრალურ უბნებში განხორციელდება ხვალიდან, 25 დეკემბრიდან, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

კამერები დაუმონტაჟდა პირველ ეტაპზე 2.000 ოფიცერს და ასევე 400 საპატრულო მანქანას, ეს იქნება მასშტაბური ტექნიკური დახმარება, რაც ამ ეტაპზე გადაუდებლად სჭირდება საბერძნეთის პოლიციას.

კამერების არსებობა შეზღუდავს პოლიციელებზე თავდასხმას, ხოლო უკვე განხორციელებული თავდასხმების შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება დამნაშავეთა იდენტიფიცირება.

ამას გარდა, უკეთესად შეფასდება მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც აფიქსირებენ საჩივრებს თავად ოფიცრების მირ ძალის გამოყენების შესახებ, პოლიციის შტაბს კი, ექნება ზუსტი სურათი და შეეძლება ზედამხედველობის განხორციელებაზე.

ამრიგად, კამერების საშუალებით შეიზღუდება როგორც პოლიციაზე თავდასხმა, ასევე, თავად ოფიცრების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევები.

onalem

ტესტ