fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შოკისმომგვრელი მკვლელობა საბერძნეთში: 45 წლის მამაკაცს 5-ჯერ ესროლა, ვიდეო TikTok-ზე ატვირთა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შოკისმომგვრელი შემთხვევა დღეს ქსანთიში მოხდა. 36 წლის მამაკაცმა 45 წლის მამაკაცს ცეცხსლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ზე ატვირთა და ბოლოს პოლიციას ჩაბარდა.

ვიდეოში თავდაპირველად ჩანს, რომ ის მკვლელობის მოტივზე საუბრობს და ხსნის, თუ რის გამო აპირებს მამაკაცის მოკვლას, ვიდეოში ისიც ჩანს, თუ როგორ მიდის პოლიციის განყოფილებაში, რათა ნებით ჩაბარდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 45 წლის მამაკაცს 5 ტყვია მოხვდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებიდან გამომდინარე.

ბრალდებული პოლიციისთვის ცნობილი პირი იყო, რადგან წარსულშიც დაუკავებიათ სხვადასხვა დანაშაულებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ციხიდან გამოვიდა.

წინასწარი ცნობებით, მამაკაცებს შორის იყო პირადი უთანხმოება.

 

onalem

ტესტ