fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთს ყველაზე ძლიერი სიცხის და გვალვის ტალღა ელის

ახალი საერთაშორისო კვლევა საბერძნეთს მომდევნო სეზონებზე ყველაზე ძლიერ სიცხესა და გვალვას უწინასწარმეტყველებს. ქვეყანაში ევროპის ყველა დანარჩენ სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნება.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ის 571 ქალაქი, რომელსაც მომდევნო წლებში წყალდიდობა, გვალვა ან სხვა ატომოსფერული ფენომენი დაატყდება თავს.

მეცნიერთა პროგნოზით სახმრეთ ევროპის ქალაქებში მოსალოდნელია 14-ჯერ ძლიერი გვალვა, ვიდრე ეს აქამდე ფიქსირდებოდა. აქედან განსაკუთრებით აღნიშნავენ: ათენს, ნიქოზიას, პრაღას, რომსა და სოფიას.

რაც შეეხება სხვა ბერძნულ ქალაქებს, რისკის ქვეშ დგას: ათენი, პატრა, კალამატა, ირაკლიო, პირეოსი.

ხოლო ქალაქები, სადაც წყალდიდობას ვარაუდობენ, არის: რიგა, დუბლინი, ჰელსინკი, ვილნიუსი, ზაგრები. 

onalem

ტესტ