fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პარლამენტმა გარდაცვლილი პილოტის ორი ბავშვი “იშვილა”

წლიური დაფინანსება 18, 000 ევროს ოდენობით, 25 წლამდე – ეს არის კომპენსაცია, რომელსაც საბერძნეთის პარლამენტი გარდაცვლილი პილოტის ორ შვილს უწესებს.

საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ფინანსურად დაეხმაროს საბრძოლო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი გიორგო ბალტადორუს ორ შვილს.

როგორც ნიკოს ვუცისი აცხადებს, პარლამენტი ყოველწლიურად ორი მცირეწლოვანი ბავშვისთვის 18, 000 ევროს გამოყოფს და აღნიშნულ თანხას ისინი მანამდე მიიღებენ, ვიდრე 25 წელს მიაღწევენ.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თითოეული შეიარაღებული ძალების მსახურის შვილებს, რომლებიც სახელმწიფოს სამსახურში დაიღუპებიან, საბერძნეთის პარლამენტი “იშვილებს.”

კერძოდ, ასეთ შემთხვევებში ყოველწლიურად გაიცემა:

10, 000 ევრო ერთი ბავშვისთვის

18,000 ევრო ორი ბავშვისთვის

21, 000 ევრო სამი ბავშვისთვის

25, 000 ევრო ოთხი ბავშვისთვის.

გარდაცვლილი პილოტი

onalem

ტესტ