fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ქალმა მამაკაცს ინტიმური ხასიათის ვიდეო გადააღებინა და შემდეგ 7,500 ევრო მოსთხოვა, რომ ინტერნეტში არ გაევრცელებინა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კოსზე მოხდა, სადაც ინტერნეტ-შანტაჟის მსხვერპლი 45 წლის მამაკაცი გახდა. ყველაფერი სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო, როდესაც მამაკაცს ფეისბუქზე მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა, სახელად “მარია კეფალიანუმ”.

მათ მიმოწერა დაიწყეს, შემდეგ კი, ვიდეო-ზარის საშუალებით საუბრობდნენ ხოლმე, ქალმა მისი ნდობა მოიპოვა და ერთ-ერთ ჯერზე, როდესაც დაურეკა, სთხოვა ტანსაცმელი გაეხადა, რაზეც მამაკაცი დაუყოვნებლივ დათანხდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ზარი მოულოდნელად შეწყდა, ქალმა კი, მისწერა, რომ ვიდეო გადაღებული ჰქონდა და თუ 7,500 ევროს არ მისცემდა, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გაუგზავნიდა.

45 წლის მამაკაცმა ქალს უთხრა, რომ ამდენი ფული არ ჰქონდა და მხოლოდ 3.000 ევროს მიცემა შეეძლო. თაღლითი ქალი ამ თანხას არ დათანხმდა და მამაკაცის ორი ფოტო, რომელშიც შიშველ მდგომარეობაში ჩანს, მის ცოლს გაუგზავნა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მამაკაცმა, რომ პოლიციისთვის მიემართა და ქალის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ვინ დგას ფეისბუქ-პროფილის უკან, რომლის საშუალებითაც 45 წლის მამაკაცს აშანტაჟებდნენ.

onalem

ტესტ