fbpx
საბერძნეთი

ათენს ახალი ავტობუსის ხაზები ემატება და გახშირდება ომონია-პირეას მიმართულებით რეისები

პირეას მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ზომების შედეგად, ΟΑΣΑ-მ გადაწყვიტა, რომ დაამატოს ავტობუსის ახალი ხაზი, რათა უფრო მარტივი გახდეს ათენის ცენტრიდან პირეას მიმართულებით გადაადგილება. წარსულში აღნიშნული ხაზი გაუქმდა, რადგან ითვლებოდა, რომ მეტროს ამუშავება, მოსახლეობას დაეხმარებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს გეგმა საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა და ავტობუსები მაინც საჭიროა.

კერძოდ, საუბარია შემდეგ ხაზებზე:

838, რომელიც იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ომონია-რენტი-პალეა კოკინია-პირეა.

827, რომელიც იმოძრავებს პირეას-ასპრა ხომატა-ნიკეას მიმართულებით.

ასევე მოძრაობის სიხშირეს გაზრდის ხაზი, 831, რომელიც პირეას-ეღალეოს მიმართულებით მოძრაობს.

onalem

ტესტ