fbpx
საზოგადოება

ათენი: ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა 92 წლის ქალს სცემა, რადგან კორპუსის საერთო გადასახადის გამო იჩხუბეს

ათენში ბომბივით გასკდა ცნობილი პლასტიკური ქირურგის დაკავების ამბავი – იანის ლირასმა გუშინდელი რამე კიფისიის განყოფილებაში გაატარა, სადაც მას შემდეგ მოხვდა, რაც 92 წლის ქალს ფიზიკურა დაუპირისპირდა.

როგორც ირკვევა, ისინი კიფისიაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მეზობლები არიან და საერთო გადასახადთან დაკავშირებით საუბრობდნენ, თუმცა, საუბარი მოკლე დროში სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა და როგორც ჩანს, ექიმმა მოხუცს დაარტყა. ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სიტუაციის გასანეიტრალებლად აუცილებელი გახდა ადგილზე პოლიცია მობილიზებულიყო.

იანის ლირასმა ქალს შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით უჩივლა, ხოლო ქალმა ექიმს ფიზიკური ძალადობისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით, რის შედეგადაც 63 წლის ქირურგი დააკავეს.

ამას გარდა, პლასტიკურმა ქირურგმა რამდენიმე საათის შემდეგ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით უჩივლა 92 წლის ქალის ნათესავსაც. ექიმი პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ