fbpx
საზოგადოება

“არც ქორწინებას და არც შვილის ყოლას არ გამოვრიცხავ! პარისი სულ გვერდში მიდგას” – თამთა ჟურნალ Instyle-თან

თამთამ ინტერვიუ მისცა ჟურნალ Instyle-ს, სადაც ისაუბრა თავის მეორე ნახევარზე და თქვა, რომ არ გამორიცხავს სამომავლოდ ქორწინებას და თუნდაც, შვილის ყოლას.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორის მხარდაჭერა და გვერდში დგომა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერული თვალსაზრისით, თამთამ უპასუხა:

“როგორც უკვე აღვნიშნე, კარანტინის დროს, როდესაც მუდმივად სახლში ვიყავით, შემოქმედებითობის მეტი შესაძლებლობა მოგვეცა. დრო გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კლიპი გადაგვეღო, მხოლოდ და მხოლოდ მობილურით. ამაში პარისი დამეხმარა, ის მუდმივად ჩემ გვერდით არის, ყველაზე წვრილმან საკითხებშიც კი. მადლობელი ვარ, რომ გვერდით ასეთი მშვიდი ადამიანი მყავს, რომელსაც ვუყვარვარ და მხარს მიჭერს. იმედი მაქვს, რომ მეც ასეთი ვარ მისთვის.

ვნება და აღტაცება პირველი ეტაპია, ეს ძალიან ძლიერი გრძნობაა, რომელიც თავს გააკრგვინებს, მაგრამ სამუდამოდ არ გრძელდება. სწორედ ამის შემდეგ მოდის სიყვარული… სიყვარული, რომელიც კიდევ უფრო ძლიერი და ალბათ ყველაზე უფრო ძლიერი გრძნობაა, რაც კი შეიძლება განიცადო. ეს ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა და როცა შეყვარებული ვარ, მიყვარს მთელი გულითა და არსებით. რაღაც მომენტში ამ გრძნობის მეშინოდა კიდეც, არ მინდოდა გავხსნილიყავი, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ აღარ მეშინია და უფრო მეტად ვუსმენ გულს.

რაც შეეხება ქორწინებასა და ბავშვს, აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ, ყველანაირ შესაძლებლობას ღიად ვტოვებ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ხდება დღეს და ამ მომენტში””

 

onalem

ტესტ