fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 21 წლის გოგონა 10 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადმოვარდა და გადარჩა

შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა გოგონას, რომელიც იპატის ერთ-ერთ ხეობაში, 10 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადმოვარდა. ის მძიმედ დაშავდა და შოკურ მდგომარეობაში იყო, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოპერაცია, რომელიც მის გადასარჩენად მაშველებმა ჩაატარეს, დაახლოებით 2, 5 საათს გაგრძელდა. თუმცა, ისინი ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობდნენ.

საიდანაც გოგონა გადმოვარდა, მდებარეობს ჩანჩქერი და ის იღბლიანი აღმოჩნდა, რომ გადმოვარდნისას ისეთ ადგილას დაეცა, სადაც შეეძლო წყლის ზემოთ დარჩენილიყო, რადგან იქვე არის მეორე ჩანჩქერი, რომლის სიღრმეც მინიმუმ 2 მეტრია.

ფოტო-ვიდეო მასალა იპატიდან, სადაც მისი ამოყვანის ოპერაცია ჩატარდა:

როგორც ცნობილია, მას დაზიანებები ფეხზე აქვს მიყენებული, თუმცა, ლამიას საავადმყოფოს ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

onalem

ტესტ