fbpx
ეკონომიკა

დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო სესხი საბერძნეთისგან – განაცხადების რაოდენობამ 18.000-სს გადააჭარბა

როგორც ჩანს, ახალგაზრდები დიდ ინტერესს გამოხატავენ პროგრამა “ჩემი სახლის” მიმართ, რომელიც საბერძნეთში იძლევა უნიკალურ პირობებს პირველი სახლის შესაძენად, დაბალ პროცენტში ან საერთოდ უპროცენტოდ. ბენეფიციარები არიან წყვილები, 25-დან 39 წლამდე.

აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო 2023 წლის 3 აპრილს და არსებული ინფორმაციით, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, კონკრეტულად 20 აპრილამდე, განაცხადების რაოდენობამ 18.000-სს გადააჭარბა. სესხის საშუალო თანხა, რომელსაც ახალგაზრდები ითხოვენ, 111.000 ევროა.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 500 მილიონი ევროა, აღნიშნული რესურსების ამოწურვის შემდეგ კი, მოხდება აღნიშნულის გაორმაგება.

აღსანიშნავია, რომ განაცხადის მსურველი წყვილიდან აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მაინც იყოს 25-დან 39 წლამდე. ცხადია, უნდა არსებობდეს ოფიციალური ქორწინების მოწმობა ან ცნობა თანაცხოვრების შეთანხმების შესახებ. ასევე, მათ სახელზე არ უნდა ფიქსირდებოდეს რაიმე სხვა ქონება და უნდა ჰქონდეთ შემოსავლის საჭირო რაოდენობა.

წყვილის შემოსავალი უნდა იყოს არანაკლებ 10.000 ევრო, მაქსიმალური კი, განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენი წევრია ოჯახში. დეტალების გარკვევა თითოეულ მსურველს შეუძლია ბანკში, რომელსაც მიმართავს განაცხადის გასაკეთებლად.

onalem

ტესტ