fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

რა დახმარებები გაიცემა საბერძნეთის მოსახლეობაზე აღდგომამდე – იხილეთ ჩამონათვალი

ბერძნული მედია იუწყება, რომ ფულადი დახმარებები, რომელსაც საბერძნეთში მცხოვრები მოსახლეობა ელოდება, აღდგომამდე აუცილებლად გაიცემა. საუბარია რამდენიმე სახის შემოსავალზე, რომელსაც ბენეფიციარები სხვადასხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ იღებენ.

თუ იღებთ სოციალური სოლიდარობის შემოსავალს, თანხას აპრილის ბოლოსთვის მიიღებთ და დაგერიცხებათ, როგორც აპრილის, ისევე მარტის თანხაც.

სახელმწიფო შემწეობა, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ასევე დაირიცხება აღდგომამდე. თანხები მოსახლეობამ ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მიიღო.

მაისის თვის პენსია დაირიცხება წინასწარ – აპრილის და მაისის თანხას პენსიონერები ერთად მიიღებენ.

საბერძნეთში სააღდგომო საჩუქრის სახით გარკვეული თანხა დასაქმებულ პირებს გადაეცემათ, თუმცა, ბერძნული მედიის ინფორმაციით, ერთჯერადი ბონუსი ეკუთვნით მათაც, ვინც ოფიციალურად უმუშევარია.

კერძოდ, OAED-ში დარეგისტრირებული უმუშევარი პირი მიიღებს თავისი ყოველთვიური დახმარების ნახევარს, თუკი ოფიციალურად უმუშევრად ცხადება 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით.

რაც შეეხებათ მათ, ვინც მუშაობს:

პერიოდი, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში თქვენი სააღდგომო საჩუქარი ითვლება, 1 იანვრიდან 30 აპრილამდე დროით განისაზღვრება.შესაბამისად, თუკი თანამშრომელი მთლიან ამ პერიოდში მუშაობდა და ხელფასი თვიურად ეხდებოდა, უფლება აქვს მიიღოს ხელფასის 50% ზედმეტად. ხოლო მათ, ვინც ხელფასს კვირის ბოლოს იღებს, უფლება აქვთ მიიღონ 15 დღის ხელფასი ზედმეტად.

თუკი თანამშრომელს არ უმუშავია 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით თითოეულ თვეში, ან მან თავისი ნებით დატოვა სამსახური, უფლება აქვს მიიღოს საერთო ჯამში გადახდილი ხელფასის ნახევრის 1/15, თუკი ხელფასი ეხდება თვიურად, ხოლო თუ კვირების მიხედვით ეხდება, უფლება აქვს მიიღოს შეთანხმებული ანაზღაურება ყოველი მე-8 დღისთვის.

სააღდგომო საჩუქარი უნდა გაიცეს დიდ ოთხშაბათამდე ან დიდ ოთხშაბათს და მხოლოდ ბანკის საშუალებით.

 

onalem

ტესტ