fbpx
ეკონომიკა

რამდენი მილიონერია საბერძნეთში და რა ქონებას ფლობენ ბერძნები, როგორც ერი?!

შვეიცარიული ბაკი, Credit Suisse, იტყობინება, რომ ბერძნების ქონება, ჯამში, 914 მილიარდ დოლარს შეადგენს და საბერძნეთი შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც შემოსავლები ბოლო ერთი წლის მანძილზე შემცირდა, საერთაშორისო მოვლენებიდან გამომდინარე.

როგორც 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, ბერძნების მთლიანი ქონება 914 მილიარდ დოლარს შეადგენს. საშუალოდ ბერძენი 40.073 დოლარ ფინანსურ სიმდიდრეს ფლობს, ხოლო 83.204 დოლარის არაფინანსურ სიმდიდრეს, მისი ვალი კი საშუალოდ 14.997 დოლარია.

საერთო ჯამში მთელ საბერძნეთში 81.000 მილიონერია, ხოლო 68.000 ადამიანი, რომელიც შედის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში ანუ მიეკუთვნება 1%-ს. შვეიცარიული ბანკის ანალიტიკოსებმა გამოავლინეს, რომ საბერძნეთში არსებობს 1 ადამიანი, რომლის ქონებაც 500 მილიონს აღემატება, 30 ადამიანი, რომლის ქონებაც 100-500 მილიონია, ხოლო 89 ადამიანი, რომელსაც მულტიმილიონერის სტატუსი აქვს ანუ 50-დან 100 მილიონამდე ფლობს.

შემოსავლების კლება ძირითადად უკავშირდება პანდემიას, ვინაიდან 2020 წელს ეკონიმიკა 9%-ით შემცირდა, 2021 წელს მოიმატა 8,3%-ით, ხოლო 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 2%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

2021 წელს საშუალო ბერძენის სიმდიდრე საბერძნეთში 108.300 დოლარი იყო, 2000-დან 2021 წლამდე საშუალო ბერძენი ყოველწლიურად 2%-ით მდიდრდებოდა.

onalem

ტესტ