fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მანდილებს ვყიდდი, როგორებსაც საქართველოში ატარებდნენ ” – რას ჰყვება 90 წლის ბერძენი ქალი, რომლის დაკავებასაც პოლიცია უარყოფს

გუშინ ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 90 წლის ქალი დააკავა, რომელიც ბაზარში ნაქსოვ ჩუსტებს უკანონოდ ყიდდა. თუმცა, ახლა პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და კატეგორიულად უარყოს, რომ ქალი განყოფილებაში დაკავების მიზნით გადაიყვანეს.

სინამდვილეში მას თითის ანაბეჭდები აუღეს და დაკავების განზრახვა არავის ჰქონია.

“პონტიურ ნაქსოვ ჩუსტებსა და მანდილებს ვყიდდი, როგორებსაც საქართველოში ატარებდნენ . სწორედ ამ დროს მოვიდა პოლიცია და მითხრა: “აალაგე, აალაგე”. მე მეგონა მეუბნებოდნენ, რომ ამელაგებინა და სახლში წასვულიყავი, მაგრამ არა, მითხრეს, რომ მათთან ერთად განყოფილებაში მივდიოდი,” ამბობს 90 წლის ქალი.

როგორც აღმოჩნდა, განყოფილებაში მხოლოდ თითის ანაბეჭდები აუღეს და მისთვის ხელბორკილები არავის დაუდია.

ცნობილია, რომ ქალის მეუღლე პონტიელია, სხვა შვილები რუსეთში ჰყავს, ერთ-ერთი კი მარტოხელა დედაა, რომელიც აცხადებს, რომ მოხუცი 2-3 ევროს საშოვნელად გადიოდა გარეთ და იმის გამოც, რომ გული გადაეყოლებინა.

ოფიცრებმა ქალს გარკვევით აუხსნეს, რომ გარე ვაჭრობისთვის ნებართვა უნდა ჰქონდეს.

onalem

ტესტ