fbpx
საბერძნეთი

“ჩემს შეყვარებულთან მივდიოდი, რომ არ დამშორებოდა” – გაოგნებული ბერძენი პოლიციელები და 150 ევროიანი ჯარიმა

გადაადგილების აკრძალვასთან ერთად კურიოზებიც ერთმანეთს მოსდევს. პოლიციამ დააჯარიმა ახალგაზრდა ბერძენი მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ შეყვარებულის სახლში მიდიოდა, რადგან გოგონა დაშორებით ემუქრებოდა.

შემთხვევა ვოლოსში მოხდა, სადაც ოფიცრებმა მისი მანქანა გააჩერეს და მოსთხოვეს ბეჭდიანი ცნობა ან SMS, რომლითაც გადაადგილების მიზეზს დაადასტურებდა. ვინაიდან მას არცერთი არ აღმოაჩნდა, სპექტაკლი დადგა და ამბობდა, რომ თავის შეყვარებულს “ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი” და ითხოვდა, რომ მასთან მისულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშორდებოდა.

ოფიცრებმა უთხრეს, რომ ძალიან დიდი სიმპათიით იყვნენ განწყობილები მის მიმართ, მაგრამ გამონაკლისს ვერ დაუშვებდნენ და 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს.

უცნობია, თუ სად წავიდა ახალგაზრდა დაჯარიმების შემდეგ, შეყვარებულის თუ საკუთარ სახლში.

onalem

ტესტ