fbpx
რელიგია

პანდემიის მიუხედავად, საბერძნეთში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ

გავრცელებული ინფორმაციით, პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეებისა და საფრთხეების მიუხედავად, იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საბერძნეთში მაინც ჩამოიტანენ.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კონსტანტინოს ვლასისი ორშაბათს არქიმანდრიტ დამიანოსს შეხვდა და განიხილეს, თუ, სავარაუდოდ, როგორი იქნება იერუსალიმიდან წმიდნა ცეცხლის ჩამოტანის პროცესი.

რა თქმა უნდა, კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ეს ყველაფერი ვერ მოხდება ისე, როგორც წინა წლებში ხდებოდა.

ჯანდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო იზრუნებს სასულიერო პირების უსაფრთხოებაზე.

კონსტანტინის ვლასისი აცხადებს, რომ მთავრობას კარგად ესმის წმინდა ცეცხლის ჩამოტანის მნიშვნელობა ქვეყნისთვის, ამიტომ ის მხარს დაუჭერს ამ პროცესის განხორციელებას.

 

onalem

ტესტ