fbpx
რელიგია

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი: “იმისათვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ, საჭიროა დავემორჩილოთ მთავრობას”

დღეს დილით საბერთნეთის ტელეარხ ΕΤ1-ზე ნავპაკტოსის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, უპრეცენდენტო მოვლენები ხდება, რადგანაც ვნების შვიდეულისა და აღდგომის აღნიშვნა მორწმუნეებს წელს განსხვავებულად უწევთ.

“საჭიროა ვიგრძნოთ ადამიანთა ტკივილი, საღვთისმეტყველო ენაზე ამას ურთიერთდამტევნელობა (ალილოპერიხორისი – როდესაც სხვათა ცხოვრებით ვცხოვრობთ) ეწოდება, ხოლო ფსიქოლოგიურ ენაზე, თანაგრძნობა (როდესაც სხვების გრძნობებსაც განვიცდით).”

ქრისტე ისევ ჯვარს ეცმის, საბერძნეთში, საავადმყოფოებში, სახლებში, ამიტომ საჭიროა, რომ ყველა ამ ადამიანის ტკივილი განვიცადოთ, მივიღოთ ჯვარცმის გამოცდილება.

მეუფე იეროთეოსის განცხადებით, წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვნების შვიდეულში ყველა ტაძარში აღევლინოს ღვთისმსახურება, მაგრამ საჭიროა დაველოდოთ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებასაც, რათა ზუსტად ვიცოდეთ, როგორ აღესრულება მსახურებები.

ამჟამად ძალაშია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ ტაძრებში აღესრულება მსახურებები, დახურულ კარს მიღმა, რომლებიდანაც სატელევიზიო ან ინტერნეტ რეპორტაჟი ხორციელდება. ამგვარად, ველოდებით ახალ გადაწყვეტილებას და ვნახოთ, რა გადაწყდება.

ვაცნობიერებთ იმ პრობლემასა და მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან. ეკლესია არის ერთგვარი სულიერი არმია, რომელიც ემორჩილება მათ, ვისაც დაკისრებული აქვს პასუხიმგებლობა.

წმინდა სინოდი აცნობიერებს და პასუხისმგებლობითა და ჯანსაღი პოზიციით უდგება კორონავირუის თემას, საქმე გვაქვს მტერთან, რომელსაც არ ვიცნობთ, და რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი საზღვრები. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

რაც შეეხება წმინდა ზიარებას, ეს თემა განხილვას არ ექვემდებარება! წმინდა სინოდი მხოლოდ ხალხმრავლობის თავიდან აცილებისა და დისტანციის დაცვის თემას განხილავს.

ვნების შვიდეულში მრავალი ქრისტიანი იკრიბება ტაძარში, მათ შორის ისინიც, ვინც ეკლესიაში ხშირად არც კი დადის, ამიტომაც ეკლესია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ წმინდა მსახურებების მიმდინარეობას ვირუსის გავრცელება არ მოხდება. საჭიროა დავემორჩილოთ იმ უწყებებს, რომლებიც მიგვითითებენ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო ვირუსთან საბრძოლველად. ეს ბრძოლა არის უხილავი. მისგან თავდასაცავად არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მეთოდი, ამიტომაც ეკლესიის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შინაომის დრო ახლა არაა. ვმართებს ამ თემას სერიოზულად, პასუხისმგებლობითა და განმრჩეველობით მივუდგეთ, რათა შეწყდეს ვირუსის გავრცელება. არ ვსურს დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, სადაც ექიმები იძულებულნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება, ვისი სიცოცხლე გადაარჩინონ და ვინ სასიკვდილოდ გაწირონ.

თარგმანი – თორნიკე მამნიაშვილი

 

onalem

ტესტ