fbpx
საზოგადოება

პირველი ბერძენი პოლიციელი, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ გეია

მიხალი ლოლი პირველი ბერძენი პოლიციელია, რომელმაც საჯაროდ აღიარა თავისი არატრადიციული ორიენტაცია. ლოლი ამბობს, რომ ის გეია და ასევე განმარტებას აკეთებს იმ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.

მისი თქმით, აღნიშნული ფოტო 28 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე გადაიღო და ინსტაგრამზე, პირად გვერდზე ატვირთა, რომელიც მხოლოდ მეგობრებისთვის არის განკუთვნილი. მას ცილს სწამებდნენ, რომ აღნიშნული ფოტო ნავპლიოში, ბერძნული დროშის ქვეშ იმიტომ გადაიღო და გაავრცელა, რომ ამით ეროვნული გრძნობებისა და კულტურის შეურაცხყოფა სურდა. ის ამბობს, რომ ეს დიდი სიცრუეა:

“ტყუილია, რომ მე ეს განზრახ გავაკეთე, ეროვნული გრძნობების შეურაცხსაყოფად. ისიც ტყუილია, რომ ჩემი მეგობარი იმიგრანტია. თუმცა, მე შემიძლია ვისაც მინდა და სადაც მინდა ვაკოცო. 

დღეს ჰომოსექსუალიზმის დისკრიმინაცია მსოფლიოში უკვე აღმოიფხვრა, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვაქვს იქამდე. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ჰომოფობია, რასიზმი და ძალადობა. მილიონობით გეი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, რადგან ამ ყველაფერს მალავენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. 

ძალადობის ისტორიები ჩვენ გვაძლევს სტიმულს გავხსნათ გზა სიყვარულისკენ და თანასწორობისკენ. იმედი მაქვს მსგავსი ამბების გულახდილად მოყოლა შესაძლებელი იქნება, ბოლოს კი ეს ყველაფერი შეცვლის სამყაროს.”

onalem

ტესტ