fbpx
საბერძნეთი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის კონტროლისას მგზავრს ჩემოდანში 1 მილიონ ევრომდე თანხა აღმოუჩინეს

ათენის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო განყოფილების ოფიცრები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც ჩემოდანში უზარმაზარი რაოდენობის თანხა აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჰქონდა მხოლოდ ხელბარგი, რომელიც სტანდარტული შემოწმებისას სპეციალურ კალათში ჩადო, სკანირებისას კი გამოჩნდა, რომ ფულით იყო სავსე. უფრო კონკრეტულად, მას ჰქონდა:

630,000 აშშ დოლარი

160,300 ევრო

233,650 რიალი (საუდის არაბეთის ვალუტა).

ანუ ჯამში, თანხა, რაც მამაკაცს ჰქონდა, თითქმის 1 მილიონ ევრომდეა და ცხადია, არ ჰქონდა დეკლარირებული.

თანხა მგზავრს მთლიანად ჩამოერთვა და დაეკისრა ჯარიმა, 215,000 ევროს ოდენობით.

როგორც მედია იუწყება, ის ეგვიპტელი მამაკაცია, რომელიც კაიროდან სტამბოლის მიმართულებით, ათენის გავლით მიფრინავდა.

onalem

ტესტ