fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სირიელი მზარეული: ”მინდა საბერძნეთში ლტოლვილებისთვის კულინარიის სკოლა გავხსნა”

მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი წარმოიქმნა, ქვეყანა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის არის შეფ-მზარეული აბდულრაჰმან ალ-ჰალაკი. ის სირიიდან წამოვიდა, როდესაც ომის დროს მისი სახლი და რესტორნები, რომელიც მას ეკუთვნოდა, რამდენიმე წუთში განადგურდა.

აბდულრაჰმანმა საბერძნეთში ახალი სახლი იპოვა. მას ლტოლვილის სტატუსი და მუშაობის უფლება აქვს. ახლა ის ცდილობს საკუთარი კულინარიული ოცნებები აიხდინოს.

”მე მინდა ლტოლვილებისთვის კულინარიის სკოლა გავხსნა, რომელიც გააერთიანებს საბერძნეთისა და სირიის კულტურას,” ამბობს ის.

სირიაში ალ-ჰალაკს ორი რესტორანი ჰქონდა. ორივე მათგანი ბრძოლის დროს განადგურდა. იმისთვის, რომ თავი გადაერჩინა, ქვეყნიდან უნდა წამოსულიყო. ახლა ის ათენში მდებარე ლიბანურ რესტორანში მზარეულად მუშაობს. ”ამ რესტორნის მფლობელი ჩემი ძველი მეგობარია, ცოტა ხანია, რაც აქ ვმუშაობ და ძალიან ბედნეირი ვარ. მე მიყვარს ჩემი სამუშაო და ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ.”

ცოტა ხნის წინ მას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო კულინარიულ ფესტივალში ათენში, სადაც ის კერძებს ბერძენი მზარეულის, ვასილის ფოტოსის გვერდით ამზადებდა. ”თავდაპირველად ვერც კი გავიაზრე, ვინ იდგა ჩემ გვერდით. ის ჩემი კოლეგაა და ყველაფერს ამზადებდა ისე, როგორც მე. თუმცა, სამზარეულოში არ არსებობს შეზღუდვები.”

საბერძნეთში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაცია მზარეულს არ აფერხებს. მას უნდა, რომ საკუთარი გეგმა განახორციელოს. ”რა თქმა უნდა ძალიან ძნელია, გქონდეს საკუთარი ბიზნესი საბერძნეთში, თუმცა, ბიზნესი, რომელიც ძალიან ძნელია ასაშენებლად, მჯერა, რომ მომავალში ძალიან წარმატებული იქნება. ადვილი არაფერია.”

თუ გაამართლებს, აბდულრაჰმანი ლტოლვილებს დაეხმარება.

”მე ვოცნებობ, გავხსნა კულინარიული სკოლა ამ ქვეყანაში და ლტოლვილებს ვასწავლო აკეთონ საკუთარი საქმე. ეს იმისთვის, რომ ისინი საკუთარ თავებს დაეყრდნონ. იმედი მაქვს, ამას შევძლებ,” ამბობს ალ-ჰალაკი.

onalem

ტესტ