fbpx
საზოგადოება

“ჭრილობები აქვს მთელ სხეულზე, კისრიდან ფეხებამდე” – 32 წლის ექთანი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა

გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულმა საათებმა გადაიარა და 32 წლის ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის არის ექთანი, ორი შვილის დედა, რომელიც საკუთარმა პაციენტმა, ალბანეთის მოქალაქემ, დანით დაჭრა, ხოლო შემდეგ ამ მამამაცმა თავი მოიკლა.

როგორც უკვე ცნობილია, ინციდენტი დღეს დილით მოხდა და ბერძნული მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ექთანს დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და როგორც ექიმები ამბობენ, მან საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძოლა:

“როგორც ჩანს, პაციენტი ნორმალურ გონებრივ მდგომარეობაში არ იყო და ჩვენს ექთანს დანას ურტყამდა ყველგან, სადაც მოუხერხდებოდა. როცა მის საშველად მივიდნენ, ყველას ემუქრებოდა და ასე მოახერხა 5-ე სართულზე ასვლა და იქიდან გადახტა. ქალს დაზიანებები აქვს მთელ სხეულზე, კისრიდან ფეხებამდე.”

პირველი სიტყვები, რაც მან თავდასხმის შემდეგ თქვა, იყო ის, რომ მამაკაცს შეეძლო მისთვის საძილე არტერიაც კი გადაეჭრა და ადგილზე მოეკლა. უბრალოდ გაუმართლა, რომ ოთახებიდან სხვა პაციენტები გამოცვივდნენ.

ირკვევა, რომ შოკურ მდგომარეობაშია ქალის მეუღლე, რომელიც ამავე საავადმყოფოში ანესთეზიოლოგად მუშაობს.

59 წლის ალბანელ მამაკაცს Attikon-ში ოპერაცია გასულ კვირას ჩაუტარდა და მომდევნო 48 საათში პალატიდან უნდა გაეწერათ. ამ დრომდე ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რის გამო გამოიჩინა მან ასეთი სისასტიკე ან რატომ მოისწრაფა სიცოცხლე საკუთარი ხელით, რადგან მის ჯანმრთელობის ისტორიაში რაიმე ფსიქიკური პრობლემის შესახებ აღნიშნული არაფერია.

 

onalem

ტესტ