fbpx
კულტურასაბერძნეთი

ხანძარმა მიკენესის არქეოლოგიური ტერიტორია დააზიანა, ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი ძვ. წ. II ათასწლეულში

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა მიკენესის არქეოლოგიური ტერიტორია დააზიანა. ეს არის უძველესი ქალაქი არგოლიდას ტერიტორიაზე, ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი ძვ. წ. II ათასწლეულში.

მედიის ხელთ არსებულ კადრებში ჩანს, თუ რა ზარალია გამოწვეული ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრში. მიუხედავად ამისა, კულტურის მინისტრი, ლინა მენდონი ამბობს, რომ დღეს დილით ადგილზე მისვლისა და დათვალიერების შემდეგ, თვლის, რომ გამოწვეული ზიანი არ არის იმდენად დიდი, რომ იქ ჩასულ ტურისტზე რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.


გარდა ამისა, ამბობს, რომ ადგილზე არ იყო იმ რაოდენობის მშრალი ბალახი, რომ ხანძარი უკონტროლო ყოფილიყო. მინისტრის თქმით, სახანძრო სამსახურმა დროულად იმოქმედა და ამ ყველაფერმა ერთად შედეგად გამოიღო ის, რომ მონუმენტები გადარჩა.

ცოტაოდენი რამ მიკენეს ისტორიიდან:

დაახლ.ძვ.წ.1600 წლიდან საბერძნეთის ნახევარკუნძულზე მიკენელები გაბატონდნენ. ისინი ქალაქ წარმოშობით მიკენიდან იყვნენ და სახელიც ამ ქალაქის მიხედვით ეწოდა.

მიკენელები ცალკეული ქალაქების გარშემო დაფუძნებულ პატარ-პატარა სამეფოებში ცხოვრობდნენ. ეს სამეფოები არასოდეს გაერთიანებულა, თუმცა ერთმანეთში ვაჭრობდნენ და საერთო ენე და ცხოვრების წესი ჰქონდათ.

ისტორიკოსებმა ზუსტად არ იციან მიკენელების წარმოშობა. ისინი შესაძლოა, დაახლ.ძვ.წ.2000 წელს ცენტრალური ევროპიდან მოვიდნენ საბერძნეთში, ან მანამდეც აქ ცხოვრობდნენ.

მიკენელები უმთავრესად გალავანშემოვლებულ ქალაქებში ცხოვრობდნენ. ქალაქებს ბორცვებზე აგებდნენ, რათა იოლად შეძლებოდათ მათი დაცვა. მნიშვნელოვანი ნაგებობები მაღლობის მწვერვალზე, აკროპოლისში იყო განლაგებული. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი ქვედა ქალაქში, აკროპოლისის კედლებს მიღმა ცხოვრობდა.

კრეტის მსგავსად, მიკენის ეკონომოკური ცხოვრების ცენტრი სასახლე იყო. ხელოსნების ნამუშევარი და სასოფლო სამეურნეო პროდუქცია აკროპოლისში ინახებოდა, საიდანაც მთელ კრეტაზე ნაწილდებოდა ან სხვა ქალაქებში გაჰქონდათ გასაყიდად

კაშკაშა ფერებით მოხატული მიკენელი მეფის სასახლე რამდენიმესართულიანი შენობისაგან შედგებოდა, რომლებიც დიდი ცენტრალური ეზოს გარშემო იყო შემორიგებული. აქ სამეფო რეზიდენციის გარდა განლაგებული იყო სამხედრო შტაბი, ადმინისტრაციული ბაზა და ხელოსანთა სამუშაო ადგილი. სადაც სამეფო კარი იკრიბებოდა და სახელმწიფო საქმეებს წყვეტდა.

onalem

ტესტ