fbpx
ჯანმრთელობა

“ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაბრუნებას წლები დასჭირდება” – მაიორკინისის განცხადება კორონავირუსის გავლენებთან დაკავშირებით

პროფესორმა, გიგას მაიორკინისმა, Alpha 989-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირდება, ვლინდება ნევროლოგიური გვერდითი ეფექტები, რომელთა გავლენაც საკმაოდ ნეგატიურია.

კერძოდ, პროფესორი გულისხმობს ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვას, რაც როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია ამ ვირუსისთვის.

“ნევროლოგიურმა ეფექტმა რომ გაიაროს, ძალიან დიდი დროა საჭირო. ნერვები არ ხასიათდებიან ადვილი აღდგენადობით. ზოგ შემთხვევებში ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაბრუნებას დასჭირდება წლებიც კი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ასეთები ბევრი არ იქნება.

ვირუსი მოვიდა ჩვენთან იმისთვის, რომ დიდხანს დარჩეს. ველოდებით ვაქცინას, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ და მოვდუნდეთ. ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ყველაფერს ეკონომიკური თვალსაზრისით. 

სამწუხაროდ, საბერძნეთში არის ბევრი პროფესია, რომელთა წარმომადგენლებიც ვერ იმუშავებენ დისტანციურად, როგორც ეს სხვა ევროპულ ქვეყნებში დაინერგა. მაგალითად, ტურიზმის სფეროში ეს შეუძლებელია. 

ამასთანავე, ხვალ გახდება ცნობილი როდის გაიხსნება სკოლები, 7 თუ 14 სექტემბერს. ამასთან დაკავშირებით ვყოყმანობთ, თუმცა, მიმდინარეობს კონსულტაციები პედიატრებთან და საბოლოო გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმებით იქნება მიღებული,” განაცხადა მაიორკინისმა.

onalem

ტესტ