fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში სიტუაციაზე კონტროლი იკარგება – დღეს შემაშფოთებელი რიცხვი ფიქსირდება

მაშინ, როცა ექსპერტები ყოველდღე 50 ახალი ინფიცირებულის გამოვლენას შემაშფოთებელს უწოდებდნენ, დღესდღეობით, როგორც ჩანს, სიტუაცია კონტროლის არიდან გადის.

სამწუხაროდ, საბერძნეთს კორონავირუსი “შემოუბრუნდა” და დღეს, 9 აგვისტოს, ფიქსირდება ვირუსით დაავადების 203 ახალი შემთხვევა. ეს არის რიცხვი, რომელიც მოვლენების გაუარესებაზე მეტყველებს.

203-დან ქვეყნის საზღვრებზე ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ 29 შემთხვევა, ხოლო რეანიმაციაში მყოფთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

დღეს გარდაიცვალა 1 ადამიანი, რამაც საერთო ჯამში კორონავირუსის მსხვეროლთა რაოდენობა 212-მდე გაზარდა.

დღევანდელი მონაცემები ფასდება, როგორც ყველაზე უარესი, ვინაიდან ჯერ კიდევ 2020 წლის 21 აპრილს ყველაზე დიდი რიცხვი, რაც დაფიქსირებულა, არის 156.

onalem

ტესტ