fbpx
საზოგადოება

საკუთარ სახლებში დამხრჩვალი ადამიანები – ევიაში გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

კლიმატური ფენომენის “თალიას” ზემოქმედების შედეგად ევიაში ასობით სახლი დაიტბორა და სამწუხარო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვმა 8-ს მიაღწია. მათ შორის არის ერთი ჩვილი ბავშვი, ერთი 38 წლის ქალი და მისი მეუღლე, ასევე მოხუცები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაიხრჩვნენ, როდესაც ღამით წყალი შეუვარდათ და ვერაფრის გაკეთება მოასწრეს, მითუმეტეს, რომ სრული სიბნელე იყო და შესაბამისად ვერაფერს ხედავდნენ.

დღეს საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ადგილზე ჩავა და მდგომარეობას შეისწავლის. პარალელურად, სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ გააგზავნა ფსიქოლოგთა ჯგუფი დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ნათესავების დასახმარებლად და მხარდასაჭერად.

8 თვის ბავშის მშობლები ევიაში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. სახლში შევარდნილმა წყალმა მშობლებს შვილი ხელიდან გამოსტაცა და როდესაც ბავშვი ტალახში იპოვეს, უკვე გარდაცვლილი იყო. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია.

როგორც ცნობილია, განხორციელდა მინიმუმ 97 ადამიანის ევაკუაცია დატბორილი სახლებიდან.

onalem

ტესტ