fbpx
საბერძნეთი

დღეს ღამის საათებიდან ძლიერი წვიმა და ქარი – ფენომენი მთელი ორშაბათის მანძილზე აქტიური იქნება

დღეს დილიდან შესაძლოა მზიანი და თბილი ამინდი გვაქვს, თუმცა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ღამიდან კვლავ უხვი ნალექი გველის და აღნიშნული შენარჩუნდება ხვალ მთელი დღის მანძილზე.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ამინდი გაუარესდება ჩრდილო-დასავლეთით და თავდაპირველად ძლიერად იწვიმებს სწორედ დასავლეთით, შემდეგ ფენომენი გავრცელდება აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკისა და აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაზე.

დღეს ღამიდან ხვალ დილამდე იწვიმებს ჩრდილოეთ იონიის ზღვასა და იპიროში, ხვალ დილიდან შუადღემდე სტერეაში, პელოპონისოში, კითირასა და დასავლეთ კრეტაზე.

ორშაბათს ფენომენი ასევე აქტიური იქნება თაკისა და აღმოსავლეთ მაკედონიაში, აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაზე და კიკლადესის კუნძულებზე.

ათენში მოსალოდნელია დღეს უმეტესად მზიანი ამინდი, მცირე მოღრუბლულობა პერიოდულად, ხოლო ხვალისთვის ნავარაუდევია წვიმა, ტემპერატურა 22 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება თესალონიკს, დღესაც და ხვალ, 13 ნოემბერსაც, მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი დღეს მაქსიმუმ 18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხვალ 17 გრადუსამდე.

onalem

ტესტ