fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ილიაში: მიმდინარეობს აღნადას მოსახლეობის ევაკუაცია, დამწვრობები მიიღო ერთმა მეხანძრემ

როგორც მედია იუწყება, ილიას ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ადგილზე მუშაობს 57 მეხანძრე-მაშველი, 20 მანქანით, ასევე ოთხი სახანძრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი.

ცეცხლი უკიდია ტყეს, ძლიერი ქარის პირობებში კი, მასთან ბრძოლა დიდ სირთულეებს უკავშირდება. როგორც ცნობილი გახდა, ერთმა მეხანძრემ მუშაობისას დამწვრობები მიიღო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთისთვის უშუალოდ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს აღნადას მოსახლეობის ევაკუაცია, თავდაცვის მიზნით. ავტობუსები ევაკუაციისთვის ადგილობრივი სამმართველოს უფროსმა გამოყო.

იხილეთ ვითარება ადგილზე:

onalem

ტესტ