fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

12 წლის ბავშვის დედა კორიდალოს ციხეში, რულა პისპირიგუს საკნიდან რამდენიმე მეტრში მოათავსეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 12 წლის ბავშვის დედა კორიდალოს ციხეში უკვე გადაიყვანეს და ის სპეციალურ საკანშია მოთავსებული, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებიდან გამომდინარე. მას რულა პისპირიგუს შემთხვევას ადარებდნენ და მართლაც, ის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის საკნიდან რამდენიმე მეტრშია მოთავსებული. უნდა აღინიშნოს, რომ რა თქმა უნდა, მათი ბრალდებები შინაარსი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

“გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი მცოდნოდა და მისთვის თვალები არ დამეთხარა. მიხოს 100%-ით ვენდობოდი. არაფერში მიმიძღვის ბრალი, ჩემი შვილების გარეშე თავს მოვიკლავ. მიხო ეკლესიის ადამიანი იყო, მაღაზია ჰქონდა უბნის ცენტრში და იცნობდა ბევრ ცნობილ ადამიანს, პოლიტიკოსებს, მსახიობებს. როცა ბავშვი მის მაღაზიაში შორტით მიდიოდა, უკან მიგზავნიდა სახლში, რომ გამოეცვალა, რადგან არ უნდოდა ხალხს მისთვის ეყურებინა. ამ გზით მაყრიდა თვალში ნაცარს. ვენდობოდი, რადგან მის მაღაზიაში პოლიციელებსაც კი ვხედავდი,” ამბობს ქალი.

უნდა აღინიშნოს, რომ მისი რძალი, რომელმაც ბავშვის ტელეფონში პირველმა იპოვა შემზარავი შინაარსის მესიჯები, მხარს უჭერს 37 წლის ქალს და ამბობს, რომ წარმოუდგენელია რაიმე კავშირი ჰქონოდა მიხოს ქმედებებთან, რადგან როდესაც ამ ამბის შესახებ გაიგო, ბრაზისგან თავზე კონტროლი დაკარგა.

 

onalem

ტესტ