fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: პაკისტანელი მამაკაცი გარდაიცვალა, მისი ძაღლი კი, 3 დღე წყლისა და საჭმლის გარეშე გვერდიდან არ მოშორებია

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც პილიოში, პლატანიაში მოხდა. საუბარია პაკისტანელ მამაკაცზე, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწაზე მუშაობდა და სოფელში ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მას ევტიხას ეძახდნენ და ერთადერთი კომპანიონი, ძაღლი ჰყავდა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა.

როგორც ირკვევა, 60 წლის მამაკაცი სამი დღის მანძილზე სოფელში და სამუშაოზე არ გამოჩენილა, რამაც ადგილობრივების აღელვება გამოიწვია და მისმა თანამშრომელმა სახლში მიაკითხა. როდესაც ზარი დარეკა, არავინ გამოეხმაურა, ტელეფონზე დაურეკა და ზარის ხმა შიგნიდან ესმოდა, სწორედ ამ დროს მიხვდა, რომ მამაკაცს რაღაც შეემთხვა. მან მაშინვე პოლიცია გამოიძახა და სახლში შესული ოფიცრები უსიამოვნო და ამავე დროს ამაღელვებელი სურათის წინაშე დადგნენ – პაკისტანელი მამაკაცი იატაკზე იწვა და უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ძაღლი კი გვერდიდან არ შორდებოდა, სამი დღის მანძილზე წყლისა და საკვების გარეშე იყო და პატრონი არ მიატოვა, არც ყეფდა, მაშინაც კი, როცა კარი შეამტვრიეს.

“დღის მანძილზე სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა. სამი დღე არ გამოჩნდა და თითქოს სოფლის ყოველდღიურობიდან რაღაც გაქრა, ასეთი შეგრძნება გვქონდა. სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, ძაღლს კი, ჩვენ მივხედავთ. ის სამი დღე გლოვობდა პატრონს, წყლისა და საჭმლის გარეშე იყო, პატრონის უსულო სხეულის გვერდით,”  ამბობს ადგილობრივი.

როგორც ცნობილი გახდა, პაკისტანელი მამაკაცის დაკრძალვას პილიოს მუნიციპალიტეტი აიღებს საკუთარ თავზე.

onalem

ტესტ