fbpx
საზოგადოება

“ერთი საკუთარი შვილის ნათლობიდან მოდიოდა, მეორემ კი ძმა ავარიაში გასულ წელს დაკარგა” – ტრაგედია საბერძნეთში

მანოლადაში ერთ დღეს ორ ოჯახს დაატყდა დიდი უბედურება. გუშინ ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს გაურკვეველ ვითარებაში შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

ორივე გარდაცვლილი, ნიკოს იანოპულოსი და იანის ვალოიანის, ერთი და იგივე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

ამ დღეს ერთ-ერთი მათგანის შვილის ნათლობა იყო და სწორედ იქიდან ბრუნდებოდნენ. მსუბუქ ავტომიბილში ისხდნენ ორივე დაღუპული და ერთი მათგანის მეუღლეც, რომელიც გადარჩა და როგორც ცნობილი გახდა, მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ. რაც შეეხება მეორე ახალგაზრდას, მან ძმა გასულ წელს ავარიაში დაკარგა.

გზაზე, სადაც ავარია მოხდა, ბოლო 15 წლის მანძილზე 160 ადამიანია დაღუპული, ხოლო 3.000-მდე დაშავებული.

 

onalem

ტესტ