fbpx
საზოგადოება

“უცნაურად გამოიყურებოდა, გემბანისკენ წავიდა, 20 წუთში კი გავიგე, რომ გემიდან მგზავრი გადავარდა” – ინციდენტი პირეადან გასულ გემზე

სარონიკის ყურეში გემიდან, Blue Star 2, გადავარდნილი მგზავრის ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს. ამ დრომდე ოპერაციაში მონაწილეობს 8 ნავი და ვერტმფრენი, თუმცა, მის პოვნას ვერ ახერხებენ.

ვრცელდება სხვა მგზავრის ჩვენება, რომელიც გაუჩინარებულ მამაკაცს იცნობდა და ნახა მანამდე, ვიდრე, სავარაუდოდ, წყალში გადავარდებოდა.

“იმ მომენტში არ ვიცოდი ვინ იყო. გემბანზე ვიყავი და დაბლა ჩემს ცოლთან ჩავდიოდი, როცა ის ამოვიდა, მწვანე ქურთუკი ეცვა. მაშინ მივხვდი, ვინც იყო და გამოველაპარაკე.

ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. შეუძლოდ იყო, დაკარგულივით. მივესალმე და ისიც მომესალმა. შემდეგ კარი გააღო და მარცხნივ წავიდა. ეს ძალიან კარგად მახსოვს. 

ხელში ყავა და სიგარეტი ეჭირა. გემბანისკენ წავიდა, შემდეგ 20 წუთში გავიგონე გამოაცხადეს, რომ გემიდან მგზავრი გადავარდა,” ჰყვება ის.

როგორც ცნობილია, გემი პირეა-პატმოსი-ლეროსი-კალიმნოსი-კოსი-როდოსის რეისს ასრულებდა.

onalem

ტესტ